GEO     ENG
  მთავარი  
  ახალი ამბები  
  ჩვენ შესახებ  
  პროფ. განათლების სისტემა  
  მიმდინარე პროექტები  
  კანონმდებლობა  
   
  საგანმანათლებლო რესურსები  
  ფოტოგალერეა  
  კონტაქტი  



  ახალი ამბები >>
2009-11-05
 
 პროფესიული სწავლების ცენტრებს 70-მდე უკეთ მომზადებული ადმინისტრატორი ჰყავს

2009 წლის 8-19 სექტემბერს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით პროფესიული სწავლების ცენტრების ადმინისტრაციისათვის ჩატარდა ტრენინგ-სემინარი თემაზე: სტრატეგიული დაგეგმვა და პროექტების მართვა, რომელიც მიზნად ისახავდა მონაწილეთა მენეჯმენტის უნარებისა და მეთოდების გაუმჯობესებას. აღნიშნული ღონისძიებას მასპინძლობდა  სსიპ თბილისის პროფესიული სწავლების ცენტრი ”იკაროსი.”  

ტრენინგები დაიგეგმა უშუალოდ პროფესიული სწავლების ცენტრების საჭიროებებიდან გამომდინარე მათი მოთხოვნების შესაბამისად და მასში მონაწილეობა  საქართველოს მასშტაბით არსებული ყველა პროფესიული სასწავლო ცენტრის ადმინისტრაციის 70-მა თანამშრომელმა მიიღო.

გაუმჯობესებული მენეჯმენტის პირობებში პროფესიული სწავლების ცენტრები უფრო აქტიურად წარმართავენ რესურსების მართვას და დაამყარებენ უფრო ეფექტურ ურთიერთობებს როგორც კერძო სექტორთან, ასევე სხვადასხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციასთან.

 სპეციალურად პროფესიული სწავლების ცენტრებისათვის ადაპტაცია გაუკეთდა ”სტრატეგიული დაგეგმვისა და პროექტების მართვის” სახელმძღვანელოს, რომელიც ტრენინგის მონაწილეებს დაურიგდათ, ხოლო მისი ელექტრონული ვერსია ვებგვერდზე განთავსდება.

ტრენინგის მონაწილეთა ჯგუფი გამოირჩეოდა მაღალი ჩართულობით, თავად ტრენინგ-სემინარი პროდუქტიულ და სასიამოვნო ატმოსფეროში მიმდინარეობდა და მონაწილეთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

გარდა მნიშვნელოვანი მმართველობითი კომპეტენციების გაღრმავებისა, აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში პროფესიული სწავლების ცენტრების წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ მიეცათ საკუთარი გამოცდილებების გაზიარების საშუალება.

განათლების და მეცნიერების სამინისტრო კვლავ მუშაობს პროფესიული განათლების მენეჯმენტის გაუმჯობესების კუთხით. პროფესიული სწავლების ადმინისტრატორებთან და სფეროს ექსპერტებთან ერთად სამომავლოდაც იგეგმება ღონისძიებები, რომელიც მიმართული იქნება პროფესიული სწავლების ცენტრების მართვის ხარისხის გაუმჯობესებაზე.


ფოტოგალერეა


თბილისის
პროფესიული
სწავლების ცენტრი
„იკაროსი“

თბილისის მ.თოიძის
სახ.სამხატვრო
პროფესიული
სწავლების ცენტრი

ინფორმაციული
ტექნოლოგიების
პროფესიული
სწავლების ცენტრი

თბილისის
პროფესიული
სწავლების ცენტრი
„სპექტრი“

თბილისის
პროფესიული
სწავლების ცენტრი
„მარგი“

 © National Professional Agency
 Website Created by Givi Tvalavadze
0102 თბილისი, დიმიტრი უზნაძის N 52 
ტელ: (995 32) 43 88 86 
ელ.ფოსტა: npa@npa.org.ge