|
23-24 სექტემბერს, დარგობრივი საბჭოებისათვის გაიმართა სემინარი ესტონელი ექსპერტის, ქ-ნი კუული ოლის მონაწილეობით. მოხდა ესტონური გამოცდილების გაზიარება და ერთობლივი რეკომენდაციების შემუშავება დარგობრივი საბჭოების ფუნქციებისა და უფლებამოსილების განსაზღვრის მიმართულებით.
სემინარს ესწრებოდნენ დარგობრივი საბჭოების წევრები: პროფესიული საქმიანობის შესაბამისი სფეროს ექსპერტები, დამსაქმებლები, პროფესიული გაერთიანებების (ასოციაციები, კავშირები და სხვ.) წარმომადგენლები, სახელმწიფო მმართველობითი ორგანოების წარმომადგენლები, პროფესიული სწავლების ცენტრების, უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების წარმომადგენლები.
სემინარზე ჩამოყალიბდა წინადადებები საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, ასევე, დარგობრივი საბჭოების საქმიანობის მარეგულირებელ დოკუმენტის შემუშავების შესახებ. |