|
სექტემბერ-ოქტომბრის თვეში ,,პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამის განსაკურებული საჭიროების მქონე პირთა სახელობო განათლების ქვეპროგრამის”, ფარგლებში პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის კოორდინაციით პროფესიული სწავლების ცენტრებში ჩატარდა ტრენინგი ინკლუზიურ განათლებაში. კერძოდ, ინკლუზიურ სწავლებაზე ორიენტირებული სატრენინგო პროგრამა გაიარა 15 პროფესიული სწავლების ცენტრის 150 მშობელმა, სტუდენტმა და მასწავლებელმა (თითოეულ პროფესიული სწავლების ცენტრში 10 მონაწილე). ცენტრებში მიმდინარეობს ადაპტირებული გარემოს მოწყობა, რომელიც წინა პირობაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლებისა და პროფესიული მომზადებისათვის. |