GEO     ENG
  მთავარი  
  ახალი ამბები  
  ჩვენ შესახებ  
  პროფ. განათლების სისტემა  
  მიმდინარე პროექტები  
  კანონმდებლობა  
   
  საგანმანათლებლო რესურსები  
  ფოტოგალერეა  
  კონტაქტი  



  დამსაქმებლებისათვის >>
 

ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი სამუშაო ძალის არსებობა ნებისმიერი დამსაქმებლისათვის უღრესად აქტუალური პრობლემაა. არსებობენ კომპანიები, რომლებიც ცდილობენ თვითონ უზრუნველყონ სათანადო კვალიფიკაციის სპეციალისტების მომზადება, თუმცა ეს ამოცანა ხშირად სცილდება ერთი, თუნდაც ძლიერი ორგანიზაციის შესაძლებლობებს. ამ ამოცანის წარმატებით გადაჭრა შესაძლებელია მხოლოდ ყველა დაინტერესებული მხარის ერთობლივი მონაწილეობით.

პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტი, თავისი დანიშნულებიდან გამომდინარე, მოწოდებულია ხელი შეუწყოს ამ მიზნის მიღწევას. ჩვენი ამოცანაა, მოვიზიდოთ და ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი მუშახელის მომზადების პროცესში ჩავრთოთ დამსაქმებლები. ჩვენი აზრით, დამსაქმებლის მონაწილეობა უმნიშვნელოვანესია იმისათვის, რათა პროფესიული განათლება აკმაყოფილებდეს ბაზრის მოთხოვნებს და შესაბამისობაში იყოს ეკონომიკური და ტექნოლოგიური განვითარების დღევანდელ სწრაფადცვალებად მოთხოვნებთან. დამსაქმებლის აქტიური თანამშრომლობა პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან შესაძლებლობას მისცემს ამ უკანასკნელებს, სწრაფად და მოქნილად მოახდონონ ზემოქმედება ბაზრის ცვალებად მოთხოვნებზე, დროულად შეიტანონ ცვლილებები საგანმანათლებლო პროგრამების სტრუქტურაში და შინაარსში.

 




ფოტოგალერეა


თბილისის
პროფესიული
სწავლების ცენტრი
„იკაროსი“

თბილისის მ.თოიძის
სახ.სამხატვრო
პროფესიული
სწავლების ცენტრი

ინფორმაციული
ტექნოლოგიების
პროფესიული
სწავლების ცენტრი

თბილისის
პროფესიული
სწავლების ცენტრი
„სპექტრი“

თბილისის
პროფესიული
სწავლების ცენტრი
„მარგი“

 © National Professional Agency
 Website Created by Givi Tvalavadze
0102 თბილისი, დიმიტრი უზნაძის N 52 
ტელ: (995 32) 43 88 86 
ელ.ფოსტა: npa@npa.org.ge