საქართველოს ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის დაძლევის ერთ-ერთ ძირითად საშუალებათ მოიაზრება ქვეყანაში ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი მუშახელის არსებობა. მოქალაქეს, რომლის პროფესიული მომზადება შეესაბამება დამსაქმებლის მოთხოვნებს, ეძლევა წარმატებით დასაქმების შანსი. ეროვნული პროფესიული დეპარტამენტის მიზანია, პროფესიული სწავლების ცენტრებში სტუდენტები სწორედ იმ ცოდნასა და უნარებს დაეუფლონ, რაც მათ დასაქმებას მაქსიმალურად შეუწყობს ხელს. ამ მიზნის წარმატებით მიღწევის მიზნით, პროფესიული განათლების დეპარტამენტი დამსაქმებლებთან და პროფესიულ ასოციაციებთან თანამშრომლობით სწავლობს იმ მოთხოვნებს, რასაც ბაზარი უყენებს ამა თუ იმ სახელობო პროფესიას.
პრინციპი სწავლა მთელი ცხოვრების განმავლობაში გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერ ადამიანს ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე უნდა შეეძლოს თავისი პროფესიული შესაძლებლობების განვითარება. პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტი ამოცანაა, დავანახოთ ყველა ასაკის ადამიანს მაღალი ხარისხის და სხვადასხვა სახის განათლების მიღების შესაძლებლობები. პროფესიული განათლების დეპარტამენტი დაეხმარება მათ, მოიძიონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ და სად შეიძინონ ახალი ცოდნა, პროფესიული უნარები და კომპეტენციები. |