ნებისმიერი პროფესიული სწავლების ცენტრი დაინტერესებულია, რომ მისმა კურსდამთავრებულმა ადვილად მოძებნოს საკუთარი ადგილი შრომის ბაზარზე. ეს იქნება გარანტია იმისა, რომ მუდმივად არსებობდეს მოთხოვნა თქვენი ცენტრი მიერ მომზადებულ სპეციალისტებზე.
დამსაქმებლებთან თანამშრომლობა აუცილებელია იმისათვის, რათა თქვენს მიერ მომზადებული კადრების ცოდნა და უნარები შეესაბამებოდეს ბაზრის მოთხოვნებს. თქვენთვის ცნობილი უნდა იყოს ბაზარზე არსებული მოთხოვნები პროფესიულ კვალიფიკაციებზე, ამა თუ იმ სპეციალობის კურსდამთავრებულთა დასაქმების შესაძლებლობები, განათლებისა და გადამზადების ის შედეგები, რომელსაც ელიან შრომის ბაზარზე თქვენი კურსდამთავრებულებისაგან.
პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის ფუნქციაა დაამყაროს ასეთი კავშირი შრომის ბაზარსა და საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის. პროფესიული განათლების დეპარტამენტის საქმიანობა მისცემს საგანმანათლბლო დაწესებულებას შესაძლებლობას, მიიღონ დროული და ზუსტი ინფორმაცია იმ ცვლილებების შესახებ, რომელსაც ადგილი აქვს შრომის ბაზარზე. ამ ინფორმაციის საფუძველზე შესაძლებელი იქნება ზუსტად განისაზღვროს საგანმანათლებლო პროგრამების სტრუქტურა, მიზნები და შინაარსი, დროულად დაინერგოს სწავლების ახალი მეთოდები, განახლდეს სახელოსნოები. საგანმანათლებლო პროგრამების ადეკვატურობა შრომის ბაზრის პირობებთან უზრუნველყოფს მოთხოვნას სასწავლებლების მიერ მომზადებულ სპეციალისტებზე, გაზრდის დასაქმების შესაძლებლობას და, შესაბამისად, იმ პროფესიების დაუფლების მსურველველთა რიცხვს, რომლებზეც არსებობს მოთხოვნა საქართველოს შრომის ბაზარზე. |